ხვალ, 21 მაისს, საქართველოს მთავრობა გასვლით სხდომას გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის აპარატში განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში შეიკრიბება.
მთავრობის წევრები სხვა საკითხებთან ერთად რეგიონში განსახორციელებელ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრებენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები დაზუსტების პროცესშია.
სხდომა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართება და ის 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონებში გასვლით სხდომებს პერიოდულად მართავს.