დღეს, 31 ოქტომბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ შეიტყო, ლუკა მოციქული პალესტინაში ჩავიდა და უფლის მწაფე გახდა. ღვთის სიტყვა მან სხვადასხვა მხარეში იქადაგა. მოწამეობრივი ღვაწლით კი ქალაქ თებეში აღესრულა.
წმიდა ლუკა მოციქულს ეკუთვნის ღვთისმშობლის პირველი ხატების დაწერა. აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელს უკავშირებენ. წმიდა მოციქულს ეკუთვნის ასევე თავთა მოციქულთა _ პეტრესი და პავლეს ხატებიც.
ოთხთავთაგან ერთ-ერთი სახარება ლუკა მოციქულს რომში 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია. მას ეკუთვნის "საქმე მოციქულთაც", რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა და მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მოგვითხრობს