"ალიანსი საქართველოსთვის" ბათუმის #79-04 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, სულხან ღლონტის სასარგებლოდ დღეს, ამავე ოლქის "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯემალ ჯიჯავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სულხან ღლონტმა განუცხადა, მან აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შეიტყო.
"ქრისტიან დემოკრატების საწინააღმდეგოდ მას არაფერი უთქვამს, მაგრამ კანდიდატურა მოხსნა და მხარი დამიჭირა. ჩემს სასარგებლოს კანდიდატურა დაახლოებით 10 დღის წინ "თორთლაძე-დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმაც მოხსნა", - განაცხადა სულხან ღლონტმა.
როგორც იგი აღნიშნავს, ამასთან, მისი მთავარი კონკურენტი ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებზე აღნიშნულ ოლქში, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძეა.