კვლევების ცენტრში საქართველო-ნატოს თემა სტრატეგიული განიხილეს.
როგორც თავის გამოსვლაში, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა აღნიშნა, ნატოს კარი ალიანსში გაწევრიანების მსურველთათვის კვლავ ღიაა.
"ნატოს კომისიის მუშაობა მნიშვნელოვანია და ის უნდა გაგრძელდეს. კვლავ ღია რჩება ნატოს კარი. გაწევრიანების მსურველებისთვის პრინციპები იგივეა. იმ ქვეყნებს კი, რომელთაც ალიანსში შესვლა სურთ მის გაძლიერებაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ, რადგან ეს სამხედრო ალიანსია, რაც გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. 1994 წელს ჩვენ გენერალ შალიკაშვილთან პროექტის "პარტნიორობა მშვიდობისთვის" განვიხილეთ და ავღნიშნეთ, თუ რამდენად საპასუხისმგებლოა მასში გაწევრიანება", - განაცხადა მადლენ ოლბრაითმა.
ამასთან ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დამსწრე საზოგადოებას ნატოს ახალი კონცეფცია და მასზე ექსპერტების მოსაზრებები გააცნო.