საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში ლეგალურად მუშაობა გამარტივდება. ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან მსჯელობა მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, საფრანგეთის შრომით ბაზარზე ლეგალურად მუშაობის უფლება წელიწადში სხვადასხვა პროფესიის 500-მდე ქართველს მიეცემა, თუმცა შესაბამის ადამიანთა კატეგორია ჯერ დაზუსტების პროცესშია.
გარდა ამისა, სპეციალური პროგრამა ამოქმედდება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც განათლებას საფრანგეთში იღებენ. წინასწარი ინფორმაციით, დასაქმება წელიწადში 10 უმაღლეს დამთავრებულს შეეძლება.
საქართველოსა და საფრანგეთის სამთავრობო დელეგაციები შესაბამისი ხელშეკრულების კონკრეტულ დეტალებზე ორი დღის განმავლობაში შეთანხმდებიან.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში ლეგალურად მუშაობა სავარაუდოდ, 2011 წლის სექტმებრის ბოლოსთვის გამარტივდება.