ევროპარლამენტის "სოციალისტურმა ფრაქციამ" "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე სოფიაში უკვე გაემგზავრა.
როგორც კირთაძემ გამგზავრებამდე "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, კონფერენციაზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საკითხები განიხილება.
"ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი სამშობლოში 23 მაისს დაბრუნდება.