„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, იმისათვის, რომ ფარული მიყურადებისა და ვიდეო თვალთვალის პრაქტიკა მოისპოს, აუცილებელია დამნაშავეების მკაცრი დასჯა.
„მსგავის პრაქტიკა რომ აღიკვეთოს, აუცილებელია, რომ როგორც კი ნახავთ ადამიანს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ სამსახურიდან კი არ გაათავისუფლოთ როგორც ეს ხვედელიძის შემთხვევაში გააკეთეთ, არამედ უმკაცრესად დასაჯოთ. ასე რომ მოქცეულიყავით ხვედელიძის შემთხვევაშიც, არ გაგრძელდებოდა იმ პირების დაშანტაჟება რომელიც შემდგომ ვიხილეთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.