ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის საქართველოს, მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა euractiv-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“მთავარი საკითხების შეფასებისას პოზიცია ერთიანია. მაგალითად, რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, მისი შესრულება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებელ წინაპირობად რჩება. ასე რომ მინსკის ხელშეკრულება უნდა განხორციელდეს. ასევე ითქვა, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა მიიღონ აღმოსავლეთ პარტნიორებმა, არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ და საქართველომაც”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.