ახლა კანონის გამკაცრებაზე საუბარი, მგონია პრობლემისგან გაქცევაა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა. მისი თქმით, გამოძიებაა ჩასატარებელი. ხალხია საპოვნელი და დასასჯელი იმ კანონმდებლობით რომელიც გვაქვს.
”ეს არის სისტემური დანაშაული. ეს არის ერთი კაცის ან ხუთი კაცის აკვიატება. ეს საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი მდგომარეობაა, კატასტროფული მდგომარეობა, როდესაც ვიღაცას ჰგონია, რომ ასე შეგვიძლია ვიცხოვროთ და ტერორში ვამყოფოთ ერთმანეთი. ვინ ამზადებდა ხომ ვიცით, რა სამსახურები იყო ეს. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სახელებითა და გვარებით ვიცით ის ორგანიზაცია, რომელიც ამ სიბინძურით იყო დაკავებული. ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს ამას. შესაძლებელია ამის გამოძიება, ეს კენედის მკვლელობა არ არის” - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.