საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური, ფარული კადრების გადაღებასა და გავრცელებაში "ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. მისი განმარტებით,
ზუსტად ისინი და მათი ლიდერები იყვენენ, იმ სათავეებთან, როდესაც კინო პორნო ინდუსტრიას დაედო საფუძველი.
”ეს კადრები დადებულია, ზუსტად მათ მიერ. დიდი ალბათობით, ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერი არსებობს კიდევ. არ გამოვრციხავ, რომ აქაც იყოს დასაწყობებული არაერთ ადგილზე. ამას იყენებენ, ერთმანეთის შანტაჟისთვის და მეორეს მხრივ ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. თუ ვინემს არ აწყობს აღნიშნული ჩანაწერების გამომზეურება, ეს არის ხელისუფლება. იმიტომ რომ ყველას ექნება საშუალება მისკენ გაიშვიროს ხელი. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, მართალიც იქნება ვინაიდან, ხელისუფლება პაუხისმგებელია ყველა იმ მოვლენაზე, რაც ქვეყანაში ხდება. თუმცა ვიმეროებ ეს არის ისეთი სახის დანაშაული, რომელიც შეიძლება ჩადენილ იქნეს ნებისმიერი ქვეყნის ტერიოტრიიდან. ეს არის 2012 წლის ჩანაწერები, ამ ხელისუფლების მოსვლამდე. რომელიც დიდი ალბათობით მათ უკვე გააჩნდათ და გაიტანეს კიდევაც ქვეყნიდან. ზოგიერთი მათი ლიდერი იმუქრებოდა კიდეც ამ კადრების გამოქვეყნებით, მათ შორის მეგის ქარდავა და ეს დადასტირებულია.
მე ვერ გეტყვოთ, რომ ხელისუფლება ბოლომდე ეფექტურია ამ საკითხში, რადგან ეფექტური რომ ყოფილიყო ამის უფრო ადრე აღკვეთა შესაძლებელი იქნებოდა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.