"დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, "დაიცავი საქართველოს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების ნაწილის დაკვეთა იქნება იგი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე უარს არ იტყვის.
"თუ დასჭირდა ჩვენ საქმეს ეს ამბავი, პარტიის შექმნაზე უარს არ ვიტყვით, ან თუ იქნება საზოგადოების ნაწილის დაკვეთა ამის თაობაზე. წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო... ჯერჯერობით განცხადება არ გამიკეთებია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.