მოძრაობა "დაიცავი საქართველო" 21 მაისს, პარლამენტის წინ დაგეგმილ უკანონო და პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას უერთდება. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაცეჩილაძემ დღეს, ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დღევანდელ პრესკონფერენციას "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი კოკა გუნცაძე და "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავაც ესწრებოდნენ.
"აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ შეისმენს, რომ ადამიანი რომელიც არის უდანაშაულო, არ უნდა იყოს დაკავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით... პარასკევს, 5 საათზე შევიკრიბებით პარლამენტის წინ და უზენაესი სასამართლოსკენ იქნება მსვლელობა, სადაც გამოაშკარავდება ყველა ის უღირსი მოსამართლე, რომელიც ხელს აწერს სააკაშვილის პირად დავალებას." - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, მოძრაობა "დაიცავი საქართველო" უერთდება მოთხოვნას რომლის მიხედვითაც, 21 მაისი პატიმართა დაცვის დღედ უნდა გამოცხადდეს.
"ჩვენი მოძრაობა იქნება აქტიური მხარდამჭერი მონაწილე ნებისმიერი ქმედების, პროცესის და აქციის, რომელიც მიმართული იქნება პატიმრების, პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების დასაცავად." _ განაცხადა გოგა ხაინდრავამ და იქვე, სოლიდარობა გამოუცხადა ცოტნე გამსახურდიას.