სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ჯარიაშენის განაპირას სამუშაოები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.
სუს-ში აცხადებენ, რომ სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს, ისინი აკვირდებიან მდგომარეობას და იმოქმედებენ ვითარების შესაბამისად.
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტებს ვაშლის ნარგავებზე გზა გაჰყავთ. პროცესს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფიც აკვირდება.
ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, შეიარაღებული პირები გუშინ გამოჩნდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები ადგილობრივთა ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.