დღეს ქვეყნის არაფორმალური მმართველი უშიშროების სამსახურებს მართავს და მისი დავალებით ხდება „ამორალური და მზაკვრული“ გეგმების დავალებების გაცემა, - განაცხადა ”რუსთავი 2”-ში თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
„ბიძინა ივანიშვილი მართავს უშიშროების სტრუქტურებს, კონკრეტულად მოადგილე პირდაპირ იღებს მისგან დავალებებს ის ადამიანი. პრემიერმა გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ დღეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ძალოვან სტრუქტურებს ვერ მართავს და ისინი იმართებიან სხვა ძალებისგან. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ეს არის ტესტი პირადად პრემიერმინისტრისთვის.