მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელს პროგრამა "კარდაკარში" ჩართული აქტივისტები უჩივიან.
დაახლოებით 300-მდე ქალმა დღეს პარტიის ხაშურისა და კასპის ორგანიზაციებთან საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი კუთვნილ ხელფასებს მოითხოვენ.
პროგრამის მონაწილეები ქვეყნის ყოფილ პრემიერს "მატყუარას" უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ნოღაიდელს მათ მიმართ ორი თვის დავალიანება აქვთ.
შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი საქართველოსთვის" საარჩევნო სიების გადამოწმებას სწორედ პროგრამა "კარდაკარის" მეშვეობით ახორციელებდა, რისთვისაც 300-მდე აქტივისტი ჰყავდა დაქირავებული. თითოეულ მათგანს თვეში ანაზღაურების სახით 200 ლარი უნდა მიეღო.