გაერო-ს გენერალური მდივნის, პან გი მუნის საქართველოში ვიზიტის თარიღი უახლოეს პერიოდში გახდბა ცნობილი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მაღალი დონის ვიზიტებზე, მათ შორის გაერო-ს გენერალური მდივნის ვიზიტზე.
,,თარიღთან დაკავშირებით ამ დროისთვის არ შემიძლია კონკრეტული ინფორმაცია გითხრათ. ეს სამუშაო პროცესია და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამ ვიზიტის თარიღი. გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა. ის მხოლოდ ერთხელ გავლით იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რადგან გაერო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეებში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი", - განაცხადა ზალკალიანმა.