საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანო ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მიერ ტყვეთა გაცვლის პროცესს მიესალმა.
“მივესალმებით თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს”, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.
“პატიმრების/დაკავებულების განთავისუფლება აჩვენებს მხარეების სურვილს მეტი იმუშაონ 1990 და 2000 წლების კონფლიქტების შემდეგ არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთი ტიპის მოქმედებებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ ამ კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობა და სხვა ამგვარისაკითხებისკენ მიმართონ ყურადღება”, - განაცხადა ელჩმა.