საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.
პრეზიდენტმა უმნიშვნელოვანესი უწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენთან განხილულ საკითხებს.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან აზერბაიჯანთან, ჩვენ მეგობარ ილჰამ ალიევთან გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობაზე, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხორციელდება.
ჩვენ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა უსაფრთხოების კონტექსტში იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებს.
ასევე, მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეკეთებინა აქცენტი კავკასიის სტაბილურობაზე, სწორედ იმ დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენსრეგიონში შეიმჩნევა", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.