ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას დღეს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიუსელიდან «რადიო თავისუფლების» კორესპონდენტი ავრცელებს.
როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი თბილისის დროით 21:30-სთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.