ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაფუძნებიდან 15 წელი უსრულდება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება საიას საერთო კრება, რომელსაც ორგანიზაციის დამფუძნებლები და წევრები დაესწრებიან.
მიწვეული არიან საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე ანგარიშს წარადგენენ საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე.