სტამბულის პოლიციამ ორი თავდამსხმელი ქალი მოკლა, რომლებმაც პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შემდეგ მიმალვა მოახერხეს. ,,ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლიციამ მათ მალევე მიაგნო ბაირამშაჰის რაიონში მდებარე შენობაში.
სავარაუდო ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს, სხვა არავინ დაშავებულა. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.