დღეიდან, 19 მაისიდან, რეგიონული ვიზიტების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და წევრები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, შეხვედრები შედგება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ოფისების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ხარატიშვილი და ცესკოს წევრები რეგიონებში შეხვედრებს უკვე რამდენიმე კვირაა მართავენ.