პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მან დეპუტატებს გვენეტაძის ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.
კობა გვენეტაძე პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის. მის კანდიდატურას კენჭს საკანონმდებლო ორგანო დღესვე უყრის.