დღეს, 19 მაისს, "ალიანსი საქართველოსთვის" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფო ხორგუანი და მისი მხარდამჭერები კრწანისის რაიონის ქუჩებში ავტომანქანების კოლონით მსვლელობას მოაწყობენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსში" განუცხადეს, ამის თაობაზე ხორგუანის შტაბმა თბილისის მერია უკვე გააფრთხილა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საკრებულოს წევრობის კანდიდატის შტაბის წევრები და მისი მხარდამჭერები ავტომანქანების კოლონის საშუალებით შემდეგ ქუჩებს შემოივლიან: პუშკინის ქუჩა, თავისუფლების მოედანი, მაჩაბლის ქუჩა, ასათიანის ქუჩა, იერუსალიმის მოედანი, გორგასლის ქუჩა, მარნეულის გზატკეცილი, ზემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, სოფელი ფონიჭალა, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, გორგასლის ქუჩა, გულუას მოედანი, გულუას ქუჩა, ხეივნის ქუჩა, ბაგრატიონის მოედანი, კალანდაძის ქუჩა, გორგასლის ქუჩა, ორთაჭალის ქუჩა, გორგასლის ქუჩა, კრწანისის ქუჩა, გორგასლის მესამე შესახვევი, გულუას მოედანი, გულუას ქუჩა, გორგასლის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა, თავისუფლების მოედანი, სანაპიროს ქუჩა და პუშკინის ქუჩა.
კოლონის მოძრაობა 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.