ქ. ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გაერო-ს უმაღლეს კომისარის მოადგილესთან ლტოლვილთა საკითხებში კელი კლევენტსთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის ოფისის როლსა და მათ ჩართულობაზე მეორე თემატური ჯგუფის საქმიანობაში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას საქართველოში და ხელისუფლების სტრატეგიას მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა, ინტეგრაცია, სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული პრობლემები.