ევროპული კომისიის ანგარიშზე კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, საკმაოდ პოზიტიურად არის წარმოდგენილი რიგი საკითხები, თუმცა არის კრიტიკაც. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ როდესაც არსებობს შენიშვნები ევროსაბჭოს კომისიის მხრიდან, უნდა გავითვალისწინოთ.
„ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული ერთი მხრივ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და მეორე მხრივ, ის ცვლილებები, რაც ამ კანონს მოჰყვა. თუ არის რამე კრიტიკული, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან ღირებული კრიტიკა და შენიშვნებია, როდესაც ევროსაბჭოს კომისია აკეთებს ასეთ დასკვნებს. ბუნებრივია უნდა ჩავიხედოთ და გავითვალისწინოთ.
არიან ქვეყანაში ჯგუფები, არა მხოლოდ პოლიტიკური, საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ განსხვავებულობის წარმოჩენა, დიკსრიმინაციის გაღვივება სიძულვილის ენით საუბარი არის სწორი არჩევანი. მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, პლურალისტულ საზოგადოებაში, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, რომ არ მოხდეს ასეთი ჯგუფების წახალისება და მეორე მხრივ, თუ ეს გადადის სიტყვის თავისუფლებიდან ძალადობრივ ქმედებაში, ეს ალაგმოს ხელისუფლებამ“, - განაცხადა ხიდაშელმა