საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, ხელისუფლებას ხელს უშლის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებითსარგებლობის შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარესმყოფ მოსახლეობასაც შესთავაზოს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 2016 წლის 29 თებერვალს ქ.ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაერო-ს მექანიზმების, მათ შორის,ადამიანის უფლებების საბჭოს, ადამიანის უფლებათა კომისრის, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისა დასპეციალური მომხსენებლების მნიშვნელოვან როლზე. კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ადამიანისუფლებათა საბჭოს სრულუფლებიანი წევრის, მზაობა საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობისძალისხმევაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებებისსფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითმთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, განსაკუთრებით, კორუფციის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის,ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსმთავრობის ერთერთი პრიორიტეტია იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებების დაცვისა და მათი ინტეგრაციისადა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მუშაობა.
„საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც თავის მოქალაქეთა უფლებების სრულადდაცვისკენაა მიმართული. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, რუსეთის მიერ საქათველოს ორი რეგიონის ოკუპაციამთავრობას ხელს უშლის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზისგასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარეს მყოფ მოსახლეობასაც შესთავაზოს. საქართველოსაფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მოკლებულნი არიან თავიანთი ძირითადი უფლებებისა დათავისუფლებების დაცვის შესაძლებლობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უკანონო პასპორტიზაციის ახალიტალღა, ადამიანთა გატაცების ფაქტები, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და მშობლიურენაზე განათლების მიღების აკრძალვა", განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომმიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გააძლიეროსჩართულობა ადგილზე დარჩენილ მოსახლეობასთან.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა გლობალურ დარეგიონალურ კონტექსტში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე, მწვავევითარებაზე უკრაინასა და სირიაში.