"ეკა ბესელია "ქართულ ოცნებას" თანდათან გადააქცევს ქართულ ჭაობად, კორუფციის ჭაობად და კორუფციის დამფარებელ ჭაობად, იქნებ "ქართულ ოცნებაში" მიხვდნენ, რომ ეს ქალი დააშოშმინონ და ასეთი სისაძაგლეები არ ილაპარაკოს. შემომედავოს ახლა თავის მოკლე კორპუმპირებული ჭკუით", - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არის "სრული ბოდვა".
მისი თქმით, "ბესელიასგან განსხვავებით, მე როცა პატიმრების ოჯახის წევრებს ვხდებოდი დოლარები არ მელანდებოდა. ეს ბესელიას ცხოვრების წესია, პატიმრების აუცილებალად ფული გამოსძალოს.
მე შეწყალებიდან ღმერთი რჯული , ხელფასისი მეტი არაფერი წამომიღია. სამარცხვინო ნათქვამია და უკვე აქ ბესელიაზე არ არის ლაპარაკი. ბესელია თანდათან "ქართულ ოცნებას" გადააქცევს ქართულ ჭაობად, კორუფციის ჭაობად, რომელსაც ხელს დააფარებენ. იქნებ "ქართულ ოცნებაში" მიხვდნენ, რომ ეს ქალი დააშოშმინონ და ასეთი სისაძაგლეები არ ილაპარაკონ. შემომედავოს ახლა თავის მოკლე კორპუმპირებული ჭკუით", - განაცხა ჟურნალისტებთან ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, არსებობს კონკრეტული პატიმრის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, მის ადვოკატს დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ 50 ათასი ლარი მოსთხოვა.