ხელისუფლებაზე თავდასხმად აფასებს ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელეულ თავდასხმას, "საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენელი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი ეს პოზიცია არის "საქართველოს განვითარების ფონდისა" და პირადად პაატა ბურჭულაძის პოზიცია. ხათუნა ლაგაზიძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაკავდეს კრიმინალთან ბრძოლით ."საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენელი კრიმინალის ზოგად მატებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საჭიროა პოლიციელს პრესტიჟი დაუბრუნდეს და შეწყდეს განუკითხაობა რომელიც ქვეყანაში არსებობს.
"პოლიტიკურ ლიდერს, დღისით, მზისით ესროლეს, მძიმედ სცემეს და ხალხის რეაქცია ამაზე არის ფშვინვა. საზოგადოება ფშვინავს და ისე როგორც წლების წინ, გონიათ, რომ ეს პრობლემა და განსაცდელი მის კართან არ მოვა. სხვისი თეთრეულის ქექვას სჯობს, ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლით დაკავდეს", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.