ხვალ, 28 თებერვალს, 14:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.
კულუარული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს, მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დასპირისპირებაზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.
ასევე, განხილული იქნება ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხიც.
ხვალვე იგეგმება კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვაც. კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ „ქართულ ოცნებას“ ერთიანი პოზიცია ექნება პოლიტსაბჭოზე განსახილველ საკითხთან - კერძოდ „რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.