27-29 თებერვალს ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს. ასევე გაიმართება ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოს შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია II–სთან.
ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას დაგვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.