დღეს, 27 თებერვალს, 16:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმრთება.
უშიშროების საბჭოს სხდომას უცხოეთში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გარდა, სავარაუდოდ, ყველა მუდმივი წევრი დაესწრება.
საბჭოს სხდომაზე მოხსენებით თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენნერალური შტაბის უფროსი ვახდანგ კაპანაძე წარსდგებიან.
დღის წესრიგში საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვაა, რის შემდეგაც დოკუმენტი პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.