"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "პოლიტაკაში" ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხამაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი. ჟურნალისტის კითხვაზე, საზოგადოება და პოლიტიკოსთა ნაწილი პეტრიაშვილზე თავდასხმას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ აღიქვამს და პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობს, ალასანია განმარტავს:
"ანგარიშსწორება რა უნდა ყოფილიყო... არ მაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქრო ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა...
თუ გულისხმობთ იმას, რომ რაღაც პირადული იყო, რაზეც სხვათა შორის, ღირსება გაცლილმა რამდენიმე დეპუტატმა მინიშნებით დაიწყო საუბარი, ამის მტკიცებაც არ შემიძლია. მე ერთს ვიტყვი. დანაშაული მოხდა, ის უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია. მწამს, რომ საქართველოში ჩვენ უკეთესი საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეგვიძლია", - განაცხადა ალასანიამ.