რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ევროპის კომისია მზად არის, უვიზო მიმოსვლა შესთავაზოს საქართველოს, თუმცა უკრაინის შემთხვევაში შეთავაზება შესაძლოა, გადაიდოს.
„ევროპის კომისია დეკემბერში აცხადებდა, რომ კრიტერიუმი ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილა, რათა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის ნებართვა მიეღოთ. კომისია აცხადებდა, რომ 2016 წლის დასაწყისში მიმართავდა ამ შინაარსის წინადადებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროპის პარლამენტს. თუმცა, ანონიმურმა წყარომ ევროკავშირიდან „რადიო თავისუფლებას“ აცნობა, რომ ბრიუსელი არ არის დარწმუნებული, გააკეთა თუ არა უკრაინამ ყველაფერი კორუფციასთან საბრძოლველად და მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო ერთ ჯგუფში აღარ უნდა იქნენ განხილულნი. საქართველოსთვის ან უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ ნებართვა ევროპის პარლამენტმა და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცონ“,-წერს რადიო "თავისუფლება".