ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს ჩართულობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების აუცილებლობას, ასევე - ეუთოს მონაწილეობას ერგნეთში, ინცინდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე.