დღეს გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური შეხვდა. დღევანდელ შეხვედრაზე "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად გლდანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ შალამბერიძე იმყოფებოდა.
"ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ქერჩის ქუჩაზე მცხოვრებ 600-დე დევნილს ყველაზე მეტად გზის და დაუკანონებელი ფართის პრობლემა აწუხებს.
გამარჯვების შემთხვევაში, ძიძიგური მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.
"მათ ეუბნებიან, რომ თბილისელები არიან, მაგრამ ელემენტარული პიორობები არ აქვთ მოგვარებული - ლიფტი არ აქვთ, წყალი ჩამოსდით, გზა გაფუჭებულია. ამ დროს კი ქალაქის უზარმაზარი ბიუჯეტიდან ფულს დეკორატიული კედლების გაკეთებაზე ხარჯავენ", - განაცხადა ძიძიგურმა.