სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უკრაინისთვის, ევროპისთვის და ნატოსთვისაც, რადგან შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზის შენარჩუნება, რადგან ის არის უსაფრთხოების ელემენტი. მეჩვენება, რომ ის არავის უშლის და პირიქით იცავს შავი ზღვის აუზში სტატუს-კვოს", - განაცხადა მედვედევმა.
"უსაფრთხოების სისტემების ცვლილებებს ყოველთვის ფრთხილად უდგები. ამიტომ თქვენ იცით რუსული მხარის პოზიცია - ჩვენ არ მოგვწონს ნატოს გაფართოების იდეა. ეს არ ნიშნავს, რომ რომ ნატოს წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ნატოსთან პარტნიორული თანამშრომლობა გავაქვს. მაგრამ ეს მაინც საბრძოლო ალიანსია, რომელშიც რუსეთი არ მონაწილებს. რაც უფრო ახლოს მოდის ნატო ჩვენს საზღვრებთან, ჩვენ მით უფრო დისკომფორტი გვექმნება", - განაცხადა მედვევდევმა.
ამიტომ, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში ყოფნა რუსეთისთვის მნიშვნელოვანია.