სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემები არსებობს და ბუნებრივია, მეც მაქვს, - ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
"სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემები არსებობს და ბუნებრივია, მეც მაქვს. საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებას შეჯერება სჭირდება, რაც დიდი შრომით მიიღწევა. ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ. თუმცა, სასამართლო ხელისუფლებისადმი ზღვარგადასული შეურაცხყოფა და კოლეგების მუდმივად უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებს",-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.