ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მარტის დასაწყისში ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ წინადადებას წარადგენს.
“როგორც საქართევლოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს, ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისგან გაჟღერდა, მარტის დასაწყისში ჩვენ ველით, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა გაიგზავნება ევროპარლამენტში. რაც შეეხება უკრაინის საკითხს მნიშვნელოვანია, რომ იქნება ეს თანადროული უკრაინასთან თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ორი განსხვავებული საკანონმდებლო ინიციატივა, ამის შემდგომ ევროპარლამენტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და ევროკავშირის საბჭოზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით ძალაში შევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.