"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილი პირობებისა და პატიმრების ჯამრთელობის მდგომარეობის მიმართ, უყურადღებობას აპროტესტებს.
"რამდენიმე დღის წინ, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაგვიკავშირდა ჩვენი პარტიის წევრი, პოლიტპატიმარი გივი (ჯონი) ვანიშვილი, რომელიც სასჯელს ამინისტირებული მუხლით იხდის, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, მას ყურადღებას არავინ აქცევს და შესაბამისად მისი მდგომარეობაც დღითიდღე უარესდება", - აცნობეს "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურიდან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მიმართავს, რომ დაინტერესდნენ საკითხით.
"მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, რათა ამ მდგომარეობით გამოწვეული შესაძლო უმძიმესი შედეგი თავიდან იყო აცილებული", - აცხადებენ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები.
მათი ინფორმაციით, გივი (ჯონი) ვანიშვილი იმ ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში, რომელზეც კონსერვატიული პარტია და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საქართველოში მუშაობდა.