"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ტარიფების დაწევის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს. როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სარჩელი უკვე მომზადების პროცესშია.
"მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო დაპირება - გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი და წყალი უფასო, არის მხოლოდ სლოგანი და არარეალური. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არის რეალური საქმე და ამას დავამტკიცებთ ნებისმიერ შემთხვევაში - საკრებულოში უმრავლესობით მოვლენ თუ - უმცირესობით", - განაცხადა ჭანტურიამ.
მისივე განმარტებით, სარჩელით "ქრისტიან-დემოკრატები" 2001 წლის შესაბამისი ხელშეკრულების აღდგენას მოითხოვენ, რომელიც შაჰდენიზის კონსორციუმთან დაიდო და, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გარკვეული რაოდენობის უფასო და ფიქსირებული ფასით გაზის მიღება შეუძლია.
"ეს პირდაპირ აისახება ტარიფებზე", - განმარტა ჭანტურიამ.