გუნდი, რომელსაც სააკაშვილი სათავეში ჩაუდგება, საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია,
"უკრაინისთვის ეს არის ხაზი, წყალგამყოფი, რომლის შემდეგაც სულ სხვა ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ეს მთავრობა უნდა წავიდეს იმიტომ კი არა, რომ მე მინდა მათი წასვლა, არამედ იმიტომ, რომ უკრაინაში შეუძლებელია ასეთი მთავრობა, რომელიც მთლიანად გამოხატავს იმ მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდა პოსტსაბჭოთა, ოლიგარქიული, კორუმპირებული სახით," - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინაში დღეს არსებული ვითარება ძალიან ჰგავს საქართველოს ვარდების რევოლუციამდე პერიოდს და ხალხი მას იმიტომ ენდობა, რომ ვითარების შეცვლის გამოცდილება აქვს.
"ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვაიძულოთ მმართველი ელიტა, ჩაიჩოჩოს და ახალი ხალხი შემოუშვას," - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძენა, - "ამ ხალხის უმეტესბოა, ალბათ, საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას".