3-4 წლის წინ საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეჭვი მეპარება, რომ საზოგადოებას იგივე განცდა ჰქონდეს დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოება გაცილებით თავისუფალია, მაგრამ არ არის სრული თავისუფლების განცდა.
”ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაშენოთ ეს თავისუფლება, რომელიც მოვა უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობის განმტკიცებით. სასამართლო სისტემის თაობაზე როდესაც შედგება საზოგადოებაში კონსენსუსი, რომ ეს არის სისტემა, რომელსაც უნდა ვენდოთ, როცა სამართალდამცავი სისტემის მიმართ იქნება მაქსიმალური ნდობა და როცა ადამიანის ყველა თავისუფლება მაქსიმალურად იქნება დაცული, თავისუფლების განცდა უფრო მაღალი იქნება. ვფიქრობ, დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული წინ ამ საკითხში, მაგრამ არ ვართ იდეალურები. ამ მიმართულებით საკმაოდ თამამი ნაბიჯები დაგვრჩა გადასადგმელი”,- განაცხადა კვირიკაშილმა.