არსად გამქრალა საქართველო რადარებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, აშშ საქართვე ლოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერია.
”მინდა ვუთხრა იმ ოპონენტებს, რომლებიც მუდმივად აპელირებენ ამ ფაქტორით და საერთოდ ყველას, ვინც მოგვისმენს, რომ საქართველოს აქვს ძალიან რთული ფუნქცია. ერთი მხრივ, შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის ფაქტის აქტუალობა ჩვენი მეგობრების დღის წესრიგში, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყანაში შექმნას ის საკმარისი სტაბილურობა, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების მიზიდვისათვის და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. არ შეიძლება ყოველი გამოსვლის დროს ისტერიული კივილით გავაუმჯობესოთ დავუშვათ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ საქართველოს თემა შევინარჩუნოთ ჩვენი მეგობრების და პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში, რათა მათ ერთი წუთით არ მოადუნონ ყურადღება საქართველოსთვის დახმარების კუთხით, მაგრამ არ შეიძლება პოტენციურ ინვესტორებს მუდმივად შევახსენებდეთ, რომ საქართველოში ხდება დიდი უბედურება და ინვესტიციების ჩადება სახიფათოა. რა თქმა უნდა, არა. ჩვენ დღეს გვაქვს ის სტაბილურობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი წარმატება ჩვენ მთავრობის, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნეთ და გავზარდეთ დინამიკა საქართველოს უმთავრესი, პროდასავლური ვექტორით და გაცილებით უფრო თამამი და დიდი ნაბიჯებით მივდივართ საქართველოსთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი პროდასავლური მიმართულებით. იგივე ნატოსთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და ვარშავის სამიტისთვის ვამზადებთ „არსებითი პაკეტისთვის“ ახალ ელემენტებს. ამავე დროს, ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში შეგვექმნა იმდენი სტაბილურობა, რამდენიც საქართველოს ეკონომიკის დინამიურ ზრდას განაპრობებს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.