საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისყველა პროკურორისა და გამომძიებლის გადამზადების პროცესი დასრულდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ტრენინგებში ჩართული იყვნენ როგორც რიგითი, ისემენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირები. მომზადდა რეკომენდაცია და გამოკითხვის/დაკითხვის მეთოდოლოგია, რომელიც პრატქიკაში კანონმდებლობის სწორ ინპლემენტაციას ისახავს მიზნად.
პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორთა და სისტემის გამომძიებელთა გადამზადების პირველი ეტაპი სამართლებრივ საკითხებს მოიცავდა. პროკურატურაეტაპობრივად გეგმავს თანამშრომელთა ინტენსიურ გადამზადებას მოწმეთა გამოკითხვა/დაკითხვის მეთოდოლოგიაში, მათთან ურთიერთობის ფსიქოლოგიაში.
"საქართველოს პროკურატურაში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა პროკურატურის, სასამართლო და ადვოკატთაკორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ერთგვარი პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად. აღნიშნული ფორმატითშეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს პრაქტიკაში წარმოქმნილი სირთულეების დროულად იდენტიფიცირებასდა მათი გადაჭრის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას.
ამასთან, პროკურორთა მონაწილეობით და სხვა უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით, ამ მიმართულებით ჩატარდებამოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია. დაგეგმილი ღონისძიებები პრაქტიკაში საკანონმდებლოცვლილებების წარმატებით დანერგვისა და გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.