რესპუბლიკელებმა და მრეწველებმა საკუთარი ძალები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა მოსინჯონ. ამის შესახებ მრეწვლეთა ლიოდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა.
თოფაძე რესპუბლიკელებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას სთავაზობს და ერთგვარ შეჯიბრში იწვევს.
თოფაძე მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელებმა და მრეწველებმა საკუთარი ძალები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა წარმოაჩინონ და ნახონ, ვინ მოხვდება პარლამენტში. შემდგომ კი ისევ კოალიციაში გაერთიანდნენ.
მრეწველთა ლიდერი ამ ინიციატივის შეთავაზებას რესპუბლიკელებისთვისაც აპირებს.
თოფაძე რესპუბლიკურ პარტიას მის "ლანძღვას არ პატიობს".
„თინა ხიდაშელს ჩემთვის შეურაცხყოფა არ უნდა მოეყენებინა. ნაპოლეონია, კუტუზოვი თუ ვინ არის?“ - აცხადებს თოფაძე.
მრეწველტა ლიდერი თავდაცვის მინისტრს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში კვლავ სდებს ბრალს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს პოზიციას, გოგი თოფაძე ამბობს, რომ პრემიერს კორექტული განცხადება ჰქონდა და ის იღებს მისგან შენიშვნას.