საპნის ქარხნის დირექტორებთან გასარჩევი კაცი არ ვარ- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბრისას განაცხადა.
”თოფაძეს ახლა ჩემთან საქმე არ აქვს. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის ჩირქს სცხებს, საქართველოს მთავრობას. ასე, რო მ ჩემზე რა უნდა თქვას, მე არ ვიცი. პასუხი გასცეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. იმიტომ, რომ იქ სერიოზულად დაედო ბრალი მას, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. რაც უნდა ის თქვას, ბატონმა გოგი თოფაძემ. აბსოლუტურად უმნიშვნელო ფუიგურა არის. ჩემთვის, მან დაკარგა ყველანაირი მნიშვნელობა. არც ადამიანური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, თოფაძე რას იტყვის, არ მაინტერესებს. რამენაირად გავუმკლავდებით და გადავიტანთ. რაც შეეხება პრემიერს, პრემიერს პასუხი სჭირდება. მან თქვა, თოფაძემ არა პარტიას, არამედ, სახელმწიფოს და მთავრობას მოსცხო ჩირქი. ამას უპასუხოს ჯობია. მე თუ დაბალი ღობე ვგონივარ, არ შეცდეს, არ ვურჩებ. საპნის ქარხნის დირექტორებთან გასარჩევი კაცი არ ვარ”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.