„საქართველოს განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანის ნაცვლად პაატა ბურჭულაძე დაინიშნა.
ბურჭულაძის განცხადებით, ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში.
„ეს პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ამას მანამდე წარმოვიდგენდი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ, შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის”, - აცხადებს ბურჭულაძე.
რაც შეეხება ვანო მაჭავარიანის მიერ ფონდის დატოვებას, ბურჭულაძე მას მადლობას უხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დახმარებისათვის
მისივე თქმით, მოხარულია, რომ ვანო მაჭავარიანმა მისი შეთავაზება მიიღო და ფონდის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმუშავებს.
„მიხარია, რომ ბატონმა ვანომ ჩემი შეთავაზება მიიღო და მისი ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობების სფეროში, „საქართველოს განვითარების ფონდს“ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხელშეკრულების საფუძველზე დაეხმარება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ამასთან, ბურჭულაძის თქმით, ფონდის რეგიონული ოფისები რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ოზურგეთში, ქუთაისში და ბათუმში გაიხსნა.