ავიაკომპანია "აირზენა" რუსეთ-საქარათველოს შორის ჩარტერულ რეისებს ზაფხულის სეზონის განმავლობაში განახორციელებს. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის საზოაგადოებასთან ურთოიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სავიაციო ხელისუფლებიდან "აირზენამ" ჩარტერული რეისების შესრულებაზე ნებართვა გუშინ მიიღო.
ნებართვაში დაფიქსირებულია, რომ ფრენები 24 მაისიდან 1 ივლისის ჩათვლით უნდა შესრულდეს.
გიორგობიანის განმარტებით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მომდევნო თვეებში ფრენებზე ნებართვები ცალკე გაიგზავნება, რაზეც რუსული მხარიდანაც დადებითი პასუხი მიიღება.
მისი თქმით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. "აირზენა" მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, კვირაში 3-4 ავიარეისს შეასრულებს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, ხოლო თუ მოთხოვნა იქნება რეისებს გარდა მოსკოვისა, სხვა ქალებშიც შესრულდება.
გიორგობიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეისების დანიშვნაზე მოლაპარკების პროცესში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მონაწილეობა არ მიუღია.