ხვალ, 19 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს პარლამენტში ელოდებიან.
ბარამიძე ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეა დაბარებული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ვიცე-პრემიერი დეპუტატებს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ევროკომისიის
ანგარიშთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას.
ბარამიძე პარლამენტში 12:00 საათისთვის მივა.